ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 350-მდე გაიზარდა - პალესტინა კი 313 დაღუპულის შესახებ იუწყება

ისრაელში "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 350-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.

კვირას გამართულ ბრიფინგზე ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ აღნიშნა, რომ პრიორიტეტები ახლა ისრაელის დასახლებებში ბრძოლების დამთავრება და ღაზისა და ისრაელის გამყოფ ხაზში არსებულ გარღვევებზე კონტროლის დამყარებაა.

ამავდროულად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში 313 პალესტინელი დაიღუპა, ხოლო 1. 990 დაიჭრა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის