რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არიან დაშავებულები

რუსების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 9 თვის ბავშვი.

ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.

"მტერი არაერთხელ ბომბავდა ქალაქსა და მარჯვენა სანაპიროს დასახლებულ პუნქტებს. ოკუპანტების ცეცხლის ქვეშ საცხოვრებელი კვარტლები იყო. დაზიანდა სახლები, მანქანები, გაზის ქსელები. ზოგიერთი ჭურვი არ აფეთქდა. მათი ლიკვიდირება მაშველებმა მოახდინეს," - წერს პროსკუდინი.

მან აღნიშნა, რომ ტრავმები 11-მა მოქალაქემ მიიღო. საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში მოხდა 27 წლის ქალისა და მისი 9 თვის ბავშვის ჰოსპიტალიზება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის