ილია დარჩიაშვილი კითხვაზე, ინფორმირებული იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტზე - მან სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეს არის დღეს მოცემულობა

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანში ვიზიტი უკვე დაგეგმილი აქვს.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, იცოდა თუ არა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ და თუ იგეგმება მასთან შეხვედრა.

"პრეზიდენტი (ილჰამ ალიევი) ჩამობრძანდა საქართველოში, მან სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეს არის დღეს მოცემულობა. ეს ურთიერთობები გაგრძელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანში მომავალი ვიზიტი უკვე დაგეგმილი აქვს. ეს არის ის დინამიკა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით 2 ქვეყნის ლიდერს შორის, რომლებიც საუბრობენ, თუ როგორ გააძლიერონ და გააღრმაონ ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული სტრატეგიული და უმნიშვნელოვანესი ურთიერთობები", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში