ლევან ხაბეიშვილი - სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის ორი სათამაშოა ერთ ხელში - ეს მოგონილი იმპიჩმენტი არავის აინტერესებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ბიძინა ივანიშვილის გარდა არავის აინტერესებს.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ამას მოუწოდებს.

„არა ერთხელ, ათჯერ, ათასჯერ მითქვას, სალომე ზურაბიშვილი და ირაკლი კობახიძე არის ბიძინა ივანიშვილის ორი სათამაშო ერთ ხელში. ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას არ ვიღებთ, მეტიც საჯაროდ ნახეთ რაღაც პრეზიდენტის კეკლუცი ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან, ვინმეს თუ წარმოდგენები აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ხვდება ან დირექტივებს არ იღებს, ეს მისი აღქმების პრობლემა შეიძლება იყოს. ჩვენ გვაქვს კონკრეტულად ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ეს რაღაც მოგონილი იმპიჩმენტი, რომელიც არავის არ აინტერესებს, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, რომელიც ქვეყნის გარეთ აზიანებს კანდიდატის სტატუს იმიტომ აკეთებს და ქვეყნის შიგნით ცდილობს სალომე ზურაბიშვილისგან რაიმე პოლიტიკური „აჯენდა“ გამოძერწოს. ჩვენ არ ვიღებთ ამაში მონაწილეობას, „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევა ამ სხდომაზე და მეტიც, სხვებსაც მოვუწოდებ, რომ კონკრეტული სპეკულაციები, რომ არ იყოს, მონაწილეობა ამ კენჭისყრაში არ მიიღონ.

არ მგონია, ეს 5 პროცენტი, რომლის დაკლებასაც აპირებენ ხელფასიდან, ვინმესთვის ისეთი მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ მე აქედან მინდა ვუთხრა ყველას, რომ თუ მხოლოდ ეს არის პრობლემა, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, ავიღოთ ეს ხარჯი ჩვენს კისერზე. არ დარჩეს არცერთი კითხვა სასპეკულაციოდ, რომ ქვეყნის კანდიდატის სტატუსს დაემუქროს საფრთხე, რასაც ახლა ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესით აკეთებს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება