ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები ემსახურება ერთ რამეს - რუსულ პარტიაში არის კონკრეტული გაუგებრობები, უნდობლობა ერთმანეთის მიმართ

ეს ცვლილებები ემსახურება ერთ რამეს - რუსულ პარტიაში არის კონკრეტული გაუგებრობები, უნდობლობა ერთმანეთის მიმართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც მეტი დრო გავა, რაც უფრო მეტი სანქცირებული იქნება და ასე იქნება უპირობოდ, კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნება რუსულ პარტიას, - ასე გამოეხმაურა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმად, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება.

მისივე თქმით, „ქართული ოცნებას“ ლიდერებს რეგლამენტში ცვლილებების განხორციელება მათი თანაგუნდელების „მაქსიმალურად გააკონტროლობისთვის“ სურთ.

„ამბობენ, რომ საჯარო იქნება იმისთვის, რომ გუნდის შიგნითაც უკვე ხვდებიან, რომ რუსულ თამაშზე აყოლა და ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩაჰყვნენ პოლიტიკურ მოუსავლეთში, უკვე არ უნდა არავის და ნერვიულობს კონკრეტული ადამიანები, ამიტომ მათსავე გუნდში, რომ არ ენდობიან ადამიანებს, ამიტომაც ამბობენ, რომ უნდა იყოს საჯარო, რომ ვინმემ არ მოატყუოს რუსული პარტიიდან და გააკონტროლონ მაქსიმალურად, რომ ზუსტად იცოდნენ ვინ აძლევს ხმას და ვინ - არა. შესაბამისად, ეს ცვლილებები ემსახურება ერთ რამეს, რომ რუსულ პარტიაში არის კონკრეტული გაუგებრობები, უნდობლობა ერთმანეთის მიმართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც მეტი დრო გავა, რაც უფრო მეტი სანქცირებული იქნება და ასე იქნება უპირობოდ, კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნება რუსულ პარტიას“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება - ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.

ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომლის განხორციელებაც „ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში იგეგმება.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზე გავრცელდება.

კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თანამდებობის პირების ღია კენჭისყრით არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესს გამჭვირვალეს გახდის.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 9 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება