ისრაელის საჰაერო დარტყმები ღაზაზე გრძელდება

ისრაელის არმია ღაზას სექტორის ნაწილების დაბომბვას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.

მათი ცნობით, ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა ადგილობრივი დროით შუადღეს ტერორისტული ორგანიზაციების სამი სამხედრო შტაბი დაბომბეს:

"ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციისადმი კუთვნილი სამხედრო შტაბები, რომლებიც ტერორის მართვისთვის გამოიყენებოდა, ასევე ისლამური ჯიჰადის ტერორისტული ორგანიზაციისადმი კუთვნილი სამხედრო შტაბები, რომლებიც ბოლო ოპერაციების დროს გამოიყენებოდა სდა ისლამური ჯიჰადის ტერორისტული ორგანიზაციისადმი კუთვნილი დამატებითი სამხედრო შტაბები, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაციის სარაკეტო ძალების მიერ გამოიყენებოდა", - განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.

შაბათს, 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასმა“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა განახორციელა. მათ შორის ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლით; ასევე მებრძოლების შეტევით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით. ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 500, დაშავებულია 2000-ზე მეტი ადამიანი. „ჰამასმა“ მძევლად აიყვანა მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზაში 313 პალესტინელი დაიღუპა და 1900-ზე მეტი დაიჭრა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ „მტერი ისეთ საფასურს გადაიხდის, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს“. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად, ომის გამოცხადების შესახებ გამოაცხადა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო