ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-ს მთავრობამ ისრაელში რამდენიმე ამერიკელის დაღუპვის შესახებ მიიღო ინფორმაცია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-ს მთავრობამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელში რამდენიმე ამერიკელი დაიღუპა.

მისი თქმით, ოფიციალური პირები ცდილობენ, ინფორმაცია გადაამოწმონ.

ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები, „სავარაუდოდ“, დღეს მოგვიანებით გაავრცელებს დეტალებს ისრაელისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავრწმუნდეთ, რომ ისრაელს აქვს ყველაფერი ის, რაც მას სჭირდება ჰამასის თავდასხმებთან გასამკლავებლად”, - განაცხადა ბლინკენმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის