ვოლოდიმირ ზელენსკი ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ისრაელში არსებულ ვითარებასა და შეიარაღებული ძალებისა და ძალოვანი სტრუქტურების ქმედებებზე თავდასხმის მოსაგერიებლად.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს, რომელიც იტანჯება ფართომასშტაბიანი თავდასხმისგან და ვუსამძიმრებთ მრავალრიცხოვან მსხვერპლთა ოჯახებს. ახლა მნიშვნელოვანია ისრაელის პოლიციასა და უკრაინელ დიპლომატებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა ისრაელში უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მათი დაცვის საკითხზე.

ჩვენ განვიხილეთ ისრაელზე თავდასხმის გავლენა რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების ვითარებაზე”, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება