ანონსი  9 ოქტომბერი

9 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმროში „ბილტმორ თბილისი“, ეროვნული კონფერენცია „გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.

კონფერენციას „ათეას“ ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე გახსნის.

9 აგვისტოს, 10:30 საათზე, „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ სასამართლო რეფორმის ხედვას წარადგენს.

მის: ჯანსუღ კახიძის #15 (საიას ოფისი)

9 ოქტომბერს, 10:30 საათზე, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) კონფერენციას გამართავს.

თემა: ელექტრონული ტექნოლოგიები არჩევნებში: ცვლილებები და შეფასებები.

მის: სასტუმრო „რედისონ ბლუ თბილისი“

საკონტაქტო: მარიამ მაღულარია - 595 51 94 51

9 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის „ჯარის ქალაქში“ ბინების გადაცემის ცერემონიას დაესწრება.

მის: მახათას მთა, „ჯარის ქალაქი“, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია.

9 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავს, სადაც მომხსენებელი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი იქნება.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

9 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართება, სადაც უწყების საქმიანობის შუალედურ ანგარიშს წარმოადგენენ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ ახალი კანონის იმპლემენტაციის საკითხებს განიხილავენ.

ღონისძიებას დაესწრებიან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, მთავრობის, დიპლომატიური, აკადემიური, არასამთავრობო სექტორის, საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მის: თავისუფლების მოედანი 4, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“

9 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ონკოპაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა - საქართველოს“ და კავკასიის ონკო საზოგადოება Hope-ის საბჭოს წევრი მეგი თედეევი განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ძუძუს კიბოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“ და ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი კამპანია. სკრინინგის მნიშვნელობა“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული)

9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „ევროოპტიმისტების“ წევრის, ხატია დეკანოიძის ბრიფინგი გაიმართება.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

9 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარლამენტში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება არჩევნების პროცესის იმიტაცია დადგენილი პროცედურების სრული დაცვით.

ღონისძიებას გახსნიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

9 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

9 ოქტომბერს, 13:50 საათზე, „არგენტინის სახლი საქართველოში“ ინიციატივით კატარის საერთაშორისო ავიახაზები თბილისის აეროპორტში არგენტინელ მწვრთნელს ევერ დემალდესა და მის დამხმარე მწვრთნელს დანიელ პაპალარდოს ჩამოიყვანს.

საკონტაქტო: ნიკოლოზ პატარქალიშვილი - 555 90 32 48; 555 13 37 32

9 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას 7

9 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

9 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

9 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

9 ოქტომბერს, 15:30 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა