ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლის გახსნაზე პასუხისმგებლობა "ჰეზბოლამ" აიღო

ისრაელის მიერ კოტროლირებად სამ სამიზნეზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ლიბანის სამხედრო დაჯგუფებამ და უდიდესმა პოლიტიკურმა პარტიამ "ჰეზბოლამ" აიღო.

როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, მათ საარტილერიო ჭურვები და მართვადი რაკეტები "ჰამასის" მიმართ "სოლიდარობის ნიშნად" გაისროლეს.

„ჩვენი გული თქვენთანაა. ჩვენი გონება თქვენთანაა. ჩვენი სულები თქვენთანაა. ჩვენი ისტორია, იარაღი და რაკეტები თქვენთანაა“, - აღნიშნა "ჰეზბოლას" მაღალჩინოსანმა ჰაშემ საფიედინმა ბეირუთში გამოსვლისას.

ისრაელის მედიის ცნობით, "ჰეზბოლას" ქმედებამ ახალი ელემენტი შეიტანა ბრძოლებში. ხოლო aljazeera წერს, რომ აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა ფართო რეგიონული კონფლიქტის პერსპექტივა.

საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის ტერიტორიას არტილერიით დაარტყეს.

ისრაელში, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად სულ მცირე 700 ადამიანია დაღუპული და 2000-ზე მეტი კი დაჭრილი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის