რიში სუნაკი - კონფლიქტი საშიში და სწრაფად განვითარებადია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ისრაელში არსებულ ვითარებას "საშიში და სწრაფად განვითარებადი“ უწოდა და განაცხადა, რომ არავის სურს რეგიონული ესკალაციის ხილვა“.

როგორც სუნაკმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ცალსახაა, რომ "ჰამასი" და მისი მხარდამჭერები არიან "სრულად პასუხისმგებელნი ამ საშინელი ტერორის აქტზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ბავშვების გატაცებაზე".

მისი თქმით, მან უთხრა კოლეგას, ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს დასახმარებლად და რომ ქვეყანა მტკიცედ დგას ისრაელთან, რადგან მას თავდაცვის უფლება აქვს.

ბრიტანეთის პრემიერი დასძენს, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მჭიდრო კავშირშია ისრაელში კოლეგასთან ბრიტანეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს