ისრაელის საჰაერო ძალები,  „ჰამასის“ შესაძლებლობების განადგურების მიზნით, ღაზაზე დარტყმებს განაგრძობენ

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი თვითმფრინავები ღაზას სექტორზე დარტყმებს აგრძელებენ, რათა „ჰამასის“ შესაძლებლობები გაანადგურონ, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იმ სამიზნეებს შორის, რომელსაც ბოლო საათების განმავლობაში ისრაელმა დაარტყა, არის : რამდენიმე სამეთაურო პუნქტი, შენობა, სადაც განთავსებულია ჰამასის ოპერატორები, სამეთაურო ცენტრი, რომელსაც იყენებს ჰამასის საზღვაო ძალების მაღალი თანამდებობის პირი და აქტივი, რომელსაც „ჰამასი“ დაზვერვისთვის იყენებს.

შეგახსენებთ, შაბათს ისრაელზე „ჰამასმა“ თავდასხმა განახორციელა, როგორც ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლით, ასევე მებრძოლების შეტევით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით. ისრაელმა ღაზას სექტორზე საპასუხო იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით, "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. დაშავებულთა რაოდენობა კი 2 200-ს აღემატება. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა და 2 300 კი - დაიჭრა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია