გაერო-ში ისრაელის ელჩი - ამ ველურებთან მსჯელობის ეპოქა დასრულდა, დროა „ჰამასის“ ინფრასტრუქტურა განადგურდეს

გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ისრაელის ელჩმა გილად ერდანმაჰამასი“ ომის დანაშაულებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „დროა, „ჰამასის“ ტერორისტული ინფრასტრუქტურა განადგურდეს“.

”ეს არის ომის დანაშაულები, აშკარა დოკუმენტირებული ომის დანაშაულები”, - განაცხადა გაერო-ში ისრაელის ელჩმა უშიშროების საბჭოს დახურული შეხვედრის წინ. მისი თქმით, „ჰამასთან“ მოლაპარაკებების დრო დასრულდა და მისი ინფრასტრუქტურა საბოლოოდ უნდა განადგურდეს. "ამ ველურებთან მსჯელობის ეპოქა დასრულდა. ახლა დროა, „ჰამასის“ ტერორისტული ინფრასტრუქტურა განადგურდეს, აღიგავოს, რათა ასეთი საშინელებები აღარ განმეორდეს“, - აღნიშნა ელჩმა.

მან საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სრულად დაუჭიროს ისრაელს მხარი და „ჰამასის“ ქმედებები დაგმოს. გაერო-ში პალესტინის ელჩმა, რიად მანსურმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არავინ უნდა თქვას, ან გააკეთოს რამე ისეთი, რაც „ღაზაზე ისრაელის მორიგ თავდასხმას წაახალისებს“. გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრა, დაახლოებით, 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება