დავით კირკიტაძე - „ქართული ოცნება“ ძალიან წვალობს, დიდი სურვილი აქვთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის - რეგლამენტში ცვლილებებმა დაგვანახა, რომ მათ პრობლემა აქვთ გუნდის შიგნითაც

„ქართული ოცნება“ ძალიან წვალობს, დიდი სურვილი აქვთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის. რეგლამენტში ცვლილებებმა დაგვანახა, რომ მათ პრობლემა აქვთ გუნდის შიგნითაც, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მათი პოზიცია იგივე რჩება და პროცესში მონაწილეობას არ აპირებენ. რაც შეეხება ცვლილებებს, კირკიტაძის განცხადებით, საჯაროობას ემხრობიან, თუმცა, იქვე დეპუტატი დასძენს, რომ წინააღმდეგი არიან იმ პრაქტიკის, რომ "ქართულმა ოცნებამ" კანონები მათი პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით შეცვალოს.

"თქვენ გახსოვთ ის 4 ღირსეული ადამიანი, რომელთაც თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს რუსულ კანონს, მათგან დავით სერგეენკოს გარდა, არც ერთი აღარ არის პარლამენტის წევრი, ისინი იძულებული გახადეს დაეტოვებინათ პარლამენტი ან სამუშაო ადგილი შეეცვალათ. ახლა რეგლამენტში ცვლილებებს აპირებენ იმისთვის, რომ ვინმეს კიდევ არ ჰქონდეს ცდუნება, რომ იმპიჩმენტის მავნებლურ პროცესს მხარი არ დაუჭიროს. ჩვენ მომხრე ვართ, ყველა კენჭისყრა ღია იყოს, არც ერთ ეტაპზე არაფერი დასამალი არ გვქონია. ღიაობის და საჯაროობის მომხრე ვართ, თუმცა, წინააღმდეგი ვართ იმ მანკიერი პრაქტიკის, როცა "ქართული ოცნება" საკუთარი ინტერესებით ჭრის და კერავს კანონებს და არ ადარდებთ მოქალაქეთა ბედი, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავენ და ყველა იმ ადამიანის დასჯაზე, რომელიც ქვეყნის მხარეს არის და არ ემსახურება ივანიშვილს,"- განაცხადა კირკიტაძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება - ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზე გავრცელდება.

კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე