რუსეთის საგარეო უწყება - ერევნის გადაწყვეტილება, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს შეერთებოდა, არამეგობრული ნაბიჯია

მოსკოვი ერევნის გადაწყვეტილებას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს შეერთებოდა არამეგობრულ ნაბიჯად მიიჩნევს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა.

„ჩვენი მოკავშირე სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება აბსოლუტურად არამეგობრულ ნაბიჯად მიგვაჩნია. მე აქ დიალოგის ადგილს ვერ ვხედავ", - განაცხადა გალუზინმა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია მოელოდა, რომ სომხეთი რომის სტატუტის რატიფიცირებისგან თავს შეიკავებდა. გალუზინის მტკიცებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან.

„ეს არის პოლიტიზებული პროდასავლური სტრუქტურა. ამ სასამართლომ რამდენიმე ხნის წინ გასცა რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლების დაპატიმრების ორდერი. რა თქმა უნდა, ეს ორდერები იურიდიულად აბსოლუტურად ბათილია", - აღნიშნა გალუზინმა.

შეგახსენებთ, 3 ოქტომბერს სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებას დაუჭირა მხარი.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის