ირანი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრას ითხოვს

ირანი, რეგიონში განვითარებულ მოვლებთან დაკავშირებით, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC) საგანგებო შეხვედრის გამართვას ითხოვს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ნასერ ქანაანმა განაცხადა.

მანამდე, ირანმა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ უპრეცედენტო თავდასხმებში მონაწილეობას უარყო, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ პალესტინის მიმართ მათი მხარდაჭერა ურყევია.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პალესტინას, მაგრამ ჩვენ არ ვართ ჩართული პალესტინის პასუხში. პალესტინის მიერ მიღებული გადამწყვეტი ზომები წარმოადგენს სრულიად ლეგიტიმურ დაცვას შვიდი ათწლეულის მჩაგვრელი ოკუპაციისა და არალეგიტიმური სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულებისგან“, - აღნიშნულია გაერო-ში ირანის მისიის განცხადებაში.

გუშინ დაჯგუფება „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისმა „ჰამასის“ ლიდერთან ისმაილ ჰანიესთან სატელეფონო საუბრისას ისრაელზე თავდასხმა შეაქო.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს