შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეებზე იმისთვის, რომ დადგინდეს ისრაელში მათი ადგილსამყოფელი და იყოს უზრუნველყოფილი, რომ ისინი იყვნენ უსაფრთხოდ

სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეებზე იმისთვის, რომ დადგინდეს მათი ადგილსამყოფელი და იყოს უზრუნველყოფილი, რომ ისინი იყვნენ უსაფრთხოდ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების პირველივე წუთებიდან საქართველოს საელჩო ჩართულია, რათა ჰქონდეს კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან.

ამასთან, შესაბამის კითხვაზე პასუხისას პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, მას არ აქვს ინფორმაცია Georgian Airways -ის მიერ ავიაბილეთების ფასის მატებასთან დაკავშირებით.

„თქვენ ნახეთ, პირველივე წუთებიდან საქართველოს საელჩო არის ჩართული იმისთვის, რომ ჰქონდეს კომუნიკაცია საქართველოს ყველა მოქალაქესთან, რომელიც იქ იმყოფება. ის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ სხვადასხვა დროებითი მიზნით ისრაელში, მათთან არის კომუნიკაცია და შესაბამის ზომებს მიიღებს მთავრობა, რომ მათი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.

ფასებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, არ ვიცი რაზე საუბრობთ.

სახელმწიფოს პოზიციას რაც შეეხება, სახელმწიფო ზრუნავს თავის მოქალაქეებზე იმისთვის, რომ დადგინდეს მათი ადგილსამყოფელი და იყოს უზრუნველყოფილი, რომ ისინი იყვნენ უსაფრთხოდ და ამას საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოს მეშვეობით აკეთებს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება