„ჰეზბოლა“- თუ აშშ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტში ჩაერევა, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოზიციები ჩვენი სამიზნე გახდება - პალესტინა უკრაინა არ არის

„ჰეზბოლა“ იმუქრება, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოზიციებს დაარტყამს, თუკი ის უშუალოდ ჩაერევა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტში, - ინფორმაციას The Time of Israel-ი ავრცელებს.

"პალესტინა უკრაინა არ არის. თუ აშშ უშუალოდ ჩაერევა, რეგიონში შეერთებული შტატების ყველა პოზიცია გახდება წინააღმდეგობის ღერძის ლეგიტიმური სამიზნე და ჩვენი თავდასხმების წინაშე აღმოჩნდება“, - ნათქვამია დაჯგუფების განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები გადაჰყავს, რომელთა შორის ავიამზიდიცაა. პენტაგონის განცხადებით, აშშ-ის არმია განათავსებს საზღვაო ხომალდებს და საბრძოლო თვითმფრინავებს, რათა ისრაელში მიმდინარე ბრძოლების ფონზე "გაამყაროს რეგიონული შეკავების მცდელობები“ .

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება