სი ძინპინი - ჩინეთისა და აშშ-ს ურთიერთობები კაცობრიობის მომავალზე ახდენს გავლენას

ჩინეთისა და აშშ-ს ურთიერთობები კაცობრიობის მომავალზე ახდენს გავლენას, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დღეს პეკინში ამერიკელი სენატორების დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.

„ის თუ როგორი ურთიერთობები ექნებათ ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ცვლილებებისა და არეულობის პირობებში, კაცობრიობის მომავალსა და ბედს განსაზღვრავს.

მე ბევრჯერ მითქვამს, მათ შორის აშშ-ის რამდენიმე პრეზიდენტისთვის, რომ ჩვენ ათასი მიზეზი გვაქვს ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, მაგრამ არცერთი მათ დასაზიანებლად“, - განუცხადა სი ძინპინმა აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერ ჩაკ შუმერს შეხვედრისას და დაამატა, რომ ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობა არის „ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობა სამყაროში“.

ჩაკ შუმერმა ჩინეთის პრეზიდენტს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „აშშ და ჩინეთი ერთად ქმნიან მიმდინარე საუკუნეს“.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის