შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის ხმებია საჭირო, რომ მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა - კიდევ ერთხელ მივმართავ, წვლილი შეიტანონ 12 რეკომენდაციის შესრულებაში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით ოპოზიციას მიმართა.

პაპუაშვილმა მოუწოდა ოპოზიციას, თავისი წვლილი შეიტანონ 12 რეკომენდაციის შესრულებაში. „კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კენჭსაყრელ საკითხებს შორის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა და უკვე მერამდენედ მივმართავ ოპოზიციის წარმომადგენლებს: არცერთ ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით არ გამოთქმულა არც საჯაროდ, არც გასაუბრებების დროს რაიმე პრინციპული, უარყოფითი პოზიცია. ერთადერთი, რაც აკლია ამ საკითხს, არის ოპოზიციის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუწყონ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულებას. როგორც იცით, ჩვენ სამი არამოსამართლე წევრი უკვე ავირჩიეთ საგაზაფხულო სესიაზე, რაც ევროკომისიამ მოიწონა, ჩათვალა უკვე ნაწილობრივ შესრულებულად და გვითხრა, რომ შემდეგი ორიც ავირჩიოთ. კანდიდატები არის, ყველაფერი ახლა ოპოზიციაზეა დამოკიდებული, რადგან მათი ხმებია საჭირო, რომ მოხდეს წევრების არჩევა. კიდევ ერთხელ მივმართავ ოპოზიციას, თავისი წვლილი შეიტანონ 12 რეკომენდაციის შესრულებაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის ინფორმაციით, პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებს დაემატა რამდენიმე კანონპროექტი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ბიურომ ასევე იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე და საკითხების განხილვისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება