პრეზიდენტი - ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა, ბარიერებისა და ფრენებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად, მძიმე ვითარებაში დაეხმაროს მოქალაქეებს, ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქართულმა ავიაკომპანიამ უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

პრეზიდენტის განცხადებას პრესსამსახური ავრცელებს.

„ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ხალხისათვის დამატებით ბარიერებისა და ფრენებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად, ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს და საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“, - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!