ჯეიკ სალივანი - აშშ აფრთხილებს ყველას, ვინც ცდილობს ისრაელში შექმნილი სიტუაციით ისარგებლოს

აშშ აფრთხილებს ყველას, ვინც ცდილობს ისრაელში შექმნილი სიტუაციით „ისარგებლოს“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით ჯეიკ სალივანი „ტვიტერზე“ წერს.

ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი პარტნიორებთან ერთად მუშაობს და „აფრთხილებს ყველას, ვინ ცდილობს შექმნილი სიტუაციით სარგებელი მიიღოს“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ესაუბრა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების ოფიციალურ წარმომადგენლებს და მათ კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის „ურყევი მხარდაჭერა ისრაელის მიმართ“ და მათთან ერთად შემდგომი ნაბიჯები განიხილა.

„ჩვენ ასევე ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავადგინოთ აშშ-ის დაკარგული მოქალაქეების ადგილსამყოფელი“, - წერს სალივანი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა