ვგმობ „ჰამასის“ შეტევებს და ისრაელს მოვუწოდებ, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება დაუშვას , - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
ჟურნალისტებთან სიტყვით გამოსვლისას გუტერეშმა ისრაელის ქალაქებზე „ჰამასის“ სასტიკი შეტევები დაგმო და მხარეებს მოუწოდა, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები შეწყვიტონ.
გუტერეშმა 800-ზე მეტი ისრაელის მოქალაქის სიკვდილი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. ასევე, იგი "ღრმად შეშფოთებულია" ღაზაში 500 პალესტინელის დაღუპვის გამო.
ანტონიო გუტერეშმა მხარეებს მოუწოდა, უზრუნველყონ ისეთი პირობები, რომ გაერომ ღაზაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდოს.