ბენიამინ ნეთანიაჰუ - ღაზაში დარტყმები მხოლოდ დასაწყისია - ეს ომი გვაიძულა საზიზღარმა მტერმა, მხეცებმა - ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რა არის „ჰამასი“, ახლა კი მთელმა მსოფლიომ იცის: ჰამასი არის ISIS-ი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ისრაელი ომშია საკუთარი არსებობის უზრუნველსაყოფად და რომ სისასტიკეს, რომელსაც „ჰამასი“ ახორციელებს, ISIS-ის [ისლამური სახელმწიფო] შემდეგ არ უნახავთ.

”ჩვენ ვართ ოპერაციაში სახლისთვის, ეს არის ომი ჩვენი არსებობის უზრუნველსაყოფად, ომი, რომელშიც ჩვენ გავიმარჯვებთ.

ეს ომი გვაიძულა საზიზღარმა მტერმა - მხეცებმა, რომლებიც ქალების, ბავშვების და მოხუცების მკვლელობებს ზეიმობენ“, - განაცხადა ნეთამიაჰუმ.

ისრაელის პრემიერმა ისაუბრა "ჰამასის" სისასტიკეზე.

"ოჯახებთან ერთად შეკრული და სიკვდილით დასჯილი ბავშვები, ზურგში დახვრეტილი ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები“, - განაცხადა მან და დასძინა:

„ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რა არის „ჰამასი“. ახლა მთელმა მსოფლიომ იცის. ჰამასი არის ISIS-ი. ...და ჩვენ დავამარცხებთ ზუსტად ისე, როგორც განვითარებულმა სამყარომ დაამარცხა ISIS-ი.”

სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ღაზაში საჰაერო თავდასხმები "მხოლოდ დასაწყისია", ამასთან ნეთანიაჰუს თქმით, "ყველაფერს გააკეთებენ ტყვედ მყოფი ისრაელელებისთვის".

მან ასევე მოუწოდა ოპოზიციურ პარტიებს, შექმნან ფართო კოალიციური მთავრობა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა