„ჰამასის“ წარმომადგენელი - ტყვეების გაცვლაზე მოლაპარაკებების შანსი ამჟამად არ არსებობს

“ჰამასი” ტყვეთა გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებს არ გეგმავს, - The Times of Israel-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კატარში „ჰამასის“ პოლიტიკური ოფისის წევრმა განაცხადა.

”სამხედრო ოპერაცია ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ, ამჟამად არ არსებობს მოლაპარაკების შანსი ტყვეების გაცვლაზე, ან სხვა საკითხზე, ჩვენი მისიაა ახლა ყველა ღონე გამოვიყენოთ, რათა არ გაგრძელდეს ღაზაში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ხოცვა-ჟლეტა,“ - განაცხადა „ჰამასის“ წარმომადგენელმა ჰუსამ ბადრანმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატარი „ჰამასთან“ მძევლების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და კატარის პრემიერ-მინისტრი კვირას „ჰამასის“ ლიდერებსაც შეხვდა.

ამასთან, "ჰამასი“ ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვის საპასუხოდ მძევლების სიკვდილით დასჯით დაიმუქრა. „ჩვენ ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო სახლების წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიზანში ამოღებას, სამწუხაროდ ერთ-ერთი სამოქალაქო ტყვის სიკვდილით დასჯა მოჰყვება, რომელსაც ჩვენ ვიზუალური და ხმოვანი საშუალებებით გადავცემთ“ , - განაცხადა ერთ-ერთი სამხედრო ფრთის პრესსპიკერმა, აბუ ობაიდამ.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო