გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს 09:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონი სოფლებში ფასანაური, ლუთხუბი, წითლიანა, მუგუდა, დოლასქედი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ნატახტარში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ლისი, ნაფეტვრები, მსხალდიდი, აგარაკი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში მაგრანეთი, ნაქალაქარი, ზურაბები და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე თიანეთში.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა