უკრაინა რუსეთთან დაკავშირებული მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობის აკრძალვას გეგმავს

უკრაინა აპირებს რუსეთთან დაკავშირებული მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა აკრძალოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კანონპროექტმა უკრაინის პარლამენტში განსახილველად საჭირო ხმების რაოდენობა დააგროვა.

უკრაინის უმაღლესმა რადამ 5 ოქტომბერს დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (UOC-MP) საქმიანობას. პარლამენტში საჭირო 226 ხმის შეგროვების შემდეგ შეთავაზებული კანონპროექტი ოფიციალურად დარეგისტრირდა განსახილველად.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ისეთი რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერება, რომლებიც ომის პროპაგანდას ეწევიან და უკრაინაში რუსეთის შეჭრას ამართლებენ.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების 54% მიიჩნევს, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას საქმიანობა უნდა აეკრძალოს.

ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ