22.09.2025 / 09:13
მიანმარში იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში საარტილერიო დარტყმის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა

მიანმარში იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკში საარტილერიო დარტყმის შედეგად 29 ადამიანი დაღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები, - ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC-ი ავრცელებს.

კაჩინის დამოუკიდებლობის არმიის (KIA) მიერ დადასტურებული ინფორმაციით, ორშაბათს ღამით განხორციელებული საარტილერიო დარტყმის შედეგად ყველა გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკი, კაჩინის შტატში კაჩინის დამოუკიდებლობის არმიის (KIA) სამხედრო ბაზიდან დაახლოებით, 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარს სამხედრო ხუნტა მართავს.

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025