მიმდინარე წელს, საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ავტორიზაციის გავლის მიზნით განაცხადი 338-მა საჯარო სკოლამ შეიტანა

მიმდინარე წელს, საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ავტორიზაციის გავლის მიზნით განაცხადი 338-მა საჯარო სკოლამ შეიტანა.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საფუძველზე აცნობეს, 2014 წლის 1-ელ იანვრამდე სამინისტროს მიერ დაფუძნებულ/რეორგანიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცათ, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე კი, სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მათი ეტაპობრივი ავტორიზაცია.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს 209 კერძო სკოლა ფლობს.

რამაზ საყვარელიძე - ყველაფერს აჯობებს, ოპოზიციამ თავი რომ დაანებოს უბორბლებო, ანუ უშედეგო ველოსიპედის გამოგონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა
საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
24 აპრილს Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
„არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი - „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის