ისრაელის თავდაცვის ძალები - მძევლების დახოცვა სიტუაციას არ გააუმჯობესებს

მძევლების დახოცვა სიტუაციას არ გააუმჯობესებს და მათ ეს იციან, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების საერთაშორისო სამხედრო პრესსპიკერმა, რიჩარდ ჰეხტმა განაცხადა.

„თუ ისინი ზიანს მიაყენებენ ერთ-ერთ ამ ბებიას, ერთ-ერთ ამ ჩვილს ან რომელიმე ამ ბავშვს, ეს არ გააუმჯობესებს სიტუაციას და მათ ეს იციან“, - აღნიშნა რიჩარდ ჰეხტმა.

ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზაში, სავარაუდოდ, 150-მდე მძევალი იმყოფება, მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

შეგახსენებთ, რომ "ჰამასი“ ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვის საპასუხოდ მძევლების სიკვდილით დასჯით იმუქრება.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ სამოქალაქო სახლების წინასწარი გაფრთხილების გარეშე მიზანში ამოღებას, სამწუხაროდ, ერთ-ერთი სამოქალაქო ტყვეს სიკვდილით დასჯა მოჰყვება, რომელსაც ჩვენ ვიზუალური და ხმოვანი საშუალებებით გადავცემთ“ , - განაცხადა„ჰამასის“ ერთ-ერთი სამხედრო ფრთის პრესსპიკერმა, აბუ ობაიდამ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის