საქართველო ყოველთვის გვერდით უდგას მეგობარ ებრაელ ხალხს და მომავალშიც ასე გაგრძელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო დარჩება ისრაელის მხარდამჭერად.
„ჩვენ რაც შეგვიძლია, საქართველოს რა შესაძლებლობებიც აქვს, ყოველთვის გვერდით ვუდგავართ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც მათ მხარდასაჭერად. დამატებით დახმარებასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ცნობილი გახდება ყველასთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა.