„თიბისი“ - ახალი საინვესტიციო პლატფორმის დახმარებით, თანხის დაბანდება და ინვესტირება სრულიად უფასოდ, საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი

სიახლე „თიბისის“ ციფრულ ბანკში - ახალი საინვესტიციო პლატფორმის დახმარებით, თანხის დაბანდება და ინვესტირება სრულიად ­უფასოდ, საკომისიოს გარეშე შეგიძლია,- ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პლატფორმის შექმნასა და განვითარებაზე „თიბისი კაპიტალმა“ იმუშავა.

„ანგარიშის გახსნა ძალიან მარტივია. უპირველესად, განაახლე „თიბისის“ ციფრული ბანკის აპლიკაცია, მიჰყევი ინსტრუქციას და შეიძინე 6 500-ზე მეტი ამერიკული კომპანიის აქციები და ფონდები ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. ინვესტირება 1$-ითაც კი შეგიძლია. პლატფორმაზე ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დალისტულ შემდეგ ინსტრუმენტებზე გექნება წვდომა: კომპანიების აქციები; ინდექს ფონდები; ინდუსტრიული ფონდები; დივიდენდური ფონდები; სახელმწიფო ობლიგაციები; კორპორაციული ობლიგაციები; ძვირფასი ლითონები; ნავთობი და სხვა პროდუქტები.

ტექნიკური და ანალიტიკური ფუნქციებისა და საინვესტიციო აქტივების ფართო არჩევანის მიუხედავად, პლატფორმა მაქსიმალურად ინტუიციურია და შენს საჭიროებებზე მორგებული აქტივების შერჩევაში დაგეხმარება.

გახსენი საინვესტიციო ანგარიში და დასაჩუქრდი - „თიბისის“ ციფრულ ბანკში საინვესტიციო ანგარიშის გახსნის შემდეგ, თუ პირველ 5000 მომხმარებელს შორის მოხვდები, „თიბისი კაპიტალის“ ანალიტიკოსების მიერ შედგენილი, 5$-ის ღირებულების დივერსიფიცირებული პორტფელით დასაჩუქრდები, რომელიც სწორი საინვესტიციო მიმართულების არჩევაში დაგეხმარება.

საინვესტიციო პლატფორმა შეზღუდვებისა და საკომისიოების გარეშე - მინიმალურ საინვესტიციო მოცულობასთან დაკავშირებით შეზღუდვა არ არსებობს - შეგიძლია 1$-იდან ერთი აქციის ნახევარი ან მეათედიც კი შეიძინო.

ანგარიშის გახსნა, თანხის ჩარიცხვა, ინვესტირების დაწყება, აქტივების ყიდვა-გაყიდვა და თანხის გატანა მომენტალურად და რაც მთავარია - უფასოდ, საკომისიოს გარეშე შეგიძლია.

მიიღე 3%-მდე სარგებელი დოლარში - სარგებელს საინვესტიციო ანგარიშზე თანხის უქმად გაჩერების შემთხვევაშიც კი მიიღებ. თუ ჯერ არ გაქვს გადაწყვეტილი, რომელ აქტივებში დააბანდო ინვესტიცია, შეგიძლია თანხა საინვესტიციო ანგარიშზე დროებით შეინახო და სანაცვლოდ, ამერიკულ დოლარში 3%-მდე წლიური სარგებელი დაგერიცხება.

ინვესტირებაში „თიბისი კაპიტალის“ გუნდი დაგეხმარება - გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრაში, საინვესტიციო სტრატეგიის შერჩევაში და პორტფელის შედგენაში, „თიბისი კაპიტალის“ გუნდი დაგეხმარება, რომელიც კონსულტაციასაც გაგიწევს და საინვესტიციო გზამკვლევებსაც გაგიზიარებს.

თუკი „თიბისი კონცეპტ“ 360 ნაკრების მომხმარებელი ხარ, შესაძლებლობა გაქვს გაქვს პერსონალური საინვესტიციო მრჩევლის მომსახურებითაც ისარგებლო, რომელიც შენს საჭიროებებზე მორგებული პორტფელის შედგენაში დაგეხმარება. ასევე, ბაზარზე არსებულ ტენდენციებს გაგაცნობს და შენს ნებისმიერ ანალიტიკურ თუ ტექნიკურ დავალებას შეასრულებს“,- აცხადებენ „თიბისიში“.

კომპანიის განცხადებითვე, მუდმივად განახლებადი ფუნქციონალი - „თიბისის“ ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმის განვითარება უწყვეტი პროცესია - სულ მალე ახალ საინვესტიციო პროდუქტებზე და ავტომატური დაზოგვის ფუნქციებზე გაგიჩნდება წვდომა.

„თანამედროვე სამყაროში, გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად, დაზოგვის ტრადიციული მეთოდები აღარ არის საკმარისი. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია მომხმარებლებს, მათ საჭიროებებზე მორგებული საინვესტიციო პლატფორმით, თანხის დაგროვებისა და დაბანდების ალტერნატიული შესაძლებლობა მივცეთ. „თიბისი“ დღეს არა მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტი, არამედ ციფრული სერვისების მომწოდებელი კომპანიაა. ჩვენი მისიაა, რომ პროდუქტები, გადაწყვეტები და მომსახურება მაქსიმალურად გავაციფრულოთ და შედეგად, ადამიანების ცხოვრება კიდევ უფრო გავამარტივოთ. ამ მისიასთან სრულად თანხვედრაშია ციფრულ ბანკში ახალი საინვესტიციო პლატფორმა, რომლითაც მომხმარებლებს მსხვილი საერთაშორისო კომპანიების აქციებში, ობლიგაციებში, ფონდებსა და ძვირფას მეტალებში საკომისიოს გარეშე ინვესტირების საშუალებას ვაძლევთ“, - აცხადებს „თიბისი კაპიტალის“ მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე.

„დაიწყე ინვესტირება დღესვე. არ გადადო, დააბანდე“,- აცხადებენ „თიბისიში“.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა