აშშ ისრაელისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას იწყებს

შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო ისრაელისთვის კრიტიკულად საჭირო საბრძოლო მასალისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მან დაადასტურა, რომ „ჰამასის“ ბოევიკების ძალადობრივი თავდასხმის შემდეგ სამხედრო დახმარების პირველი პარტია ისრაელისკენ მიდის.

„ველით, რომ იქნება ისრაელის უსაფრთხოებისთვის დამატებითი მოთხოვნები, რადგან ისინი განაგრძობენ საბრძოლო მასალის დახარჯვას ამ ბრძოლაში. ჩვენ მათ გვერდით დავრჩებით და უზრუნველვყოფთ, რომ მათი მოთხოვნილებები მაქსიმალურად და რაც შეიძლება სწრაფად დავაკმაყოფილოთ“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

ცნობისათვის, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ისრაელზე თავდასხმასთან დაკავშირებით დღეს ოფიციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს.

ცნობილია, რომ ისრაელზე თავდასხმას აშშ-ის მინიმუმ 11 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა