„ექსპო ჯორჯიაში“ განათლების მე-13 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა

„ექსპო ჯორჯიაში“ განათლების მე-13 საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. გამოფენების ცენტრმა ღონისძიებას 6-7 ოქტომბერს, მე-11 პავილიონში უმასპინძლა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, განათლების მასშტაბურ და მრავალფეროვან გამოფენაზე, სადაც 50-მდე უცხოური და ადგილობრივი უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები მონაწილეობდნენ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ინფორმაციული სტენდით იყო წარმოდგენილი, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევდა მიეღოთ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამებისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ.

მათივე ცნობით, CIU-ს სტენდი „ექსპო ჯორჯიას“ მიერ ნომინაციაში - „საუკეთესო სტენდის კონცეფცია“, დაჯილდოვდა.

CIU-ს სტენდთან მოსულ დაინტერესებულ პირებს, სტუმრებსა და აბიტურიენტებს საჭირო ინფორმაციას ფაკულტეტების სპეციალისტები, კოორდინატორები, სტუდენტ-მენტორები და თავად სტუდენტებიც აწვდიდნენ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში