ოთარ შამუგია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დელეგაციასთან შეხვედრა გამართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე, ვუგარ კარიმოვი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები და სამინისტროებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„ჩვენ ქვეყნებს ხანგრძლივი მეგობრობა და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, რასაც ბოლო პერიოდის მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები კიდევ უფრო გააღრმავებს. სამინისტროების დონეზე, აზერბაიჯანულ მხარესთან მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული, რომელიც არაერთი მიმართულებით თანამშრომლობას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის, მათ შორის, ტყის მართვისა და დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვან რეფორმებს ვახორციელებთ. კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა და მზად ვართ, აზერბაიჯანელ კოლეგებს გავუზიაროთ”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის არაერთი მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებითაც გაგრძელდეს.

„კავკასიის რეგიონი, ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, მსოფლიოს ათეულში შედის. საქართველო და აზერბაიჯანი კი, რეგიონში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ. ვფიქრობ, ორივე მხარისთვის ერთობლივი, რეგიონული და ტრანსსასაზღვრო პროექტების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რაც ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას და ეროვნული პარკების განვითარებას ხელს შეუწყობს. ჩვენი სურვილია, ტყის მართვის და საკანონმდებლო ბაზის შექმნის, დაცული ტერიტორიების განვითარების, ბიოსფერული რეზერვატების შექმნის/მართვის და სხვა მიმართულებებით საქართველოს გამოცდილება გავიზიაროთ. ჩვენი მხრივ, ქართველ კოლეგებს გავუზიარებთ გამოცდილებას გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის მიმართულებით“, - განაცხადა ვუგარ კარიმოვმა.

„ოთარ შამუგიასთან შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ სამომავლო თანამშრომლობის მიმართულების დეტალები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ნინო თანდილაშვილთან განიხილა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დელეგაციასთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, იური ნოზაძე და კახა კაკაბაძე, ასევე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა