ოთარ შამუგია - „ღვინის დღეების“ ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით, უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

სიმბოლურია, რომ დღევანდელი საერთაშორისო კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ ღვინის დღეების ფარგლებში ტარდება, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაარსდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად იმართება, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ღვინის დღეებით, მთელ საზოგადოებას ვახსენებთ, რომ ქართული ღვინო ჩვენი კულტურის და ისტორიის ნაწილია.

„აღსანიშნავია, რომ „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტის“ ფარგლებში, დაიდო საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო დასკვნა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებისთვის. ის დანარჩენი მსოფლიოსთვის მთავარი გზავნილი გახდა, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ღვინის დაყენების 8000-წლიანი უწყვეტი ისტორიით“, - განაცხადა შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლიოს მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მსოფლიოს 11 ქვეყნიდან (საქართველო, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, აშშ, კანადა, ისრაელი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ხორვატია) 22 მეცნიერი, მკვლევარი და ექსპერტი ესწრება. „კონფერენცია მიზნად ისახავს მევენახეობა - მეღვინეობის დარგის მკვლევარებს და სხვადასხვა დისციპლინის ექსპერტებს, სპეციალისტებს, დაინტერესებულ პირებს და, ზოგადად, ფართო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, განხორციელებული შედეგების და დაგეგმილი სამომავლო აქტივობების შესახებ. კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერები და მკვლევარები მოხსენებებს სამომავლო კვლევების პრიორიტეტულ მიმართულებებზეც წარმოადგენენ.

აღსანიშნავია, რომ 10-12 ოქტომბერს, „ღვინის დღეების“ ფარგლებში, თბილისი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის