საკრებულოში არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საკრებულოში არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა გახსნეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ახალი პირობებით, ელექტრონული ხმის მიცემის წესით და ახალი ტექნოლოგიებით ჩვენი ქვეყანა 2024 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო, გამჭვირვალე არჩევნებს ჩაატარებს, რომლითაც თითოეული ჩვენგანი იამაყებს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესის პრეზენტაციაზე საუბრისას.

მისივე განცხადებით, ელექტრონულ არჩევნებზე გადასვლა არჩევნების ადმინისტრირების საქმეში წინგადადგმული, პროგრესული ნაბიჯია, რადგან საგრძნობლად ზრდის საარჩევნო ადმინისტრაციის ეფექტიანობას, არჩევნების შედეგებს სძენს სისწრაფესა და სიზუსტეს და შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას ამყარებს.

„თბილისის საკრებულო უერთდება ცესკოს საინფორმაციო კამპანიას ელექტრონული ხმის მიცემის შესახებ. მოხარულები ვართ, რომ დღეს საკრებულოში სწორედ ამ ინოვაციური მეთოდის გამოყენებით ხმის მიცემის პროცესის პრეზენტაცია იმართება და ჩვენს თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, არჩევნების იმიტირებულ პროცესში მიიღონ მონაწილეობა. მინდა მადლობა გადავუხადო ცესკოს ამ შესაძლებლობებისთვის. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

თავის მხრივ პრეზენტაციაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, 2024 წლის არჩევნები მაღალპროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

„დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში შეკრებილ საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს ცენტრალური კომისიის წარმომადგენელმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობა გააცნო და საარჩევნო პროცედურებში ელექტრონული ტექნოლოგიების თავისებურებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ღონისძიების ფარგლებში არჩევნების პროცესის იმიტაცია დადგენილი პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა.

პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის მიმდინარეობისას ცესკოს წარმომადგენელმა, ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების შეკითხვებს უპასუხა.

ღონისძიებას საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია - როგორ მივცეთ ხმა საარჩევნო ელექტრონული საშუალებების გამოყენებით დაიწყო. ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის გამოყენებულ იქნება ყველა შესაძლებლობა, ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ეტაპობრივად გაიმართება ხალხმრავალ ადგილებში - მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებში, მომსახურების სააგენტოს ფილიალებში, სავაჭრო ცენტრებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო და კერძო უწყებებში - მოქალაქეებს პირადად შეეძლებათ ნახონ და პრაქტიკაში გამოცადონ როგორ მუშაობს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა