განათლების მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს, მაღალი დონის პროფესიული განათლების ქვეყნებში 50 მასწავლებელი გადამზადდება

მომავალ წელს, მაღალი დონის პროფესიული განათლების ქვეყნებში 50 მასწავლებელი გადამზადდება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა შემდგომ წლებშიც გაგრძელება.

„ჩვენ დავამუშავეთ რამდენიმე მიმართულება თუ როგორ უნდა ავამაღლოთ პროფესიული განათლების, მასწავლებლების კვალიფიკაცია. უნარების სააგენტოში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ადგილზე, როგორც მასწავლებელთა ქსელის განვითარების, ასევე სხვა მოდულების დამუშავებაზე, რომ მათ ადგილზე აღმოვუჩინოთ კვალიფიკაციის ამაღლება, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩვენ გვინდა იმ პრიორიტეტული, შერჩეული სექტორებიდან ავარჩიოთ საუკეთესო მასწავლებლები და გავაგზავნოთ ყველაზე მაღალი დონის პროფესიული განათლების ქვეყნებში და იქ ადგილზე შევმატოთ-გადავამზადოთ და ავუმაღლოთ მათ კვალიფიკაცია. შემდგომ წელს იგეგმება 50 მასწავლებლის გადამზადება და საქართველოში დაბრუნება, რომლებიც თავის მხრივ იქნებიან ტრენერები და თავიანთ კოლეგებს ადგილზე გადაამზადებენ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს უფრო ფართო რაოდენობაზე გვქონდეს ხელმისაწვდომობა. ბუნებრივია, ეს არ იქნება ერთჯერადი და გაგრძელდება შემდგომ წლებსაც“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კოლეჯების დირექტორების კვალიფიკაციის ამაღლება და ამ მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივა უკვე არსებობს.

„ჩვენ ვგეგმავთ პროგრამების განახლებას, ახალი დაფინანსების მოდელის დანერგვას, მასწავლებლების გადამზადებას და ბუნებრივია, თუ არ გვექნა სწორი გამართული სტრუქტურა და ძლიერი ლიდერი კოლეჯში, მაშინ ძალიან რთული იქნება ამ რეფორმის იმპლემენტაცია და განხორციელება ადგილზე, ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ინიციატივები. ერთ-ერთი მათგანი უკვე დაინიცირებულია და ეხება პროფესიული კოლეჯის დირექტორების არჩევითობას და 5-წლიანი ვადის განსაზღვრას, იმ ავტორიზაციის ციკლით, რომელიც მათ მიენიჭებათ და ვფიქრობ, რომ ეს ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას, გავაძლიეროთ კოლეჯის ლიდერის, ხელმძღვანელის როლი, მნიშვნელობა და შევძინოთ მათ დამატებითი კვალიფიკაციები“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა