თბილისის რიგით მე-16 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი იხსნება

თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, 10-15 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კინოფესტივალი 10 ოქტომბერს, 19:30 საათზე ნანა ჯანელიძის სადებიუტო ფილმით - „ოჯახი“ (1985 წ) კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება.

„წელს ფესტივალი განსაკუთრებულად მასშტაბური იქნება, რადგან 2023 წელი ქართული თეატრისა და კინოსთვის მნიშვნელოვანი თარიღია. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი 100 წლის, ხოლო კინოფაკულტეტი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.

2023 წელს ფესტივალი ოთხ გამარჯვებულს გამოავლენს:

  • საუკეთესო სტუდენტური მხატვრული ფილმი
  • საუკეთესო სტუდენტური დოკუმენტური ფილმი
  • საუკეთესო სტუდენტური ანიმაციური ფილმი
  • ფესტივალის გრან-პრი

ასევე, გაიცემა სპეციალური დიპლომები საუკეთესო ხმის რეჟისორის, კინოოპერატორისა და რეჟისორისთვის.

თბილისის საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალში მსოფლიოს 11 ქვეყანა მონაწილეობს: გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი, მოლდოვა, რუმინეთი, ლიეტუვა, ბულგარეთი, ესპანეთი და საქართველო.

საერთაშორისო საკონკურსო კინოპროგრამის ჟიურის წევრები არიან: ჟიურის თავმჯდომარე - პიოტრ სლისკოვსკი, კინოოპერატორი (პოლონეთი, ლოძის კინოსკოლა), ვადიმ პროდანი - რეჟისორი (მოლდოვა, კიშინიოვის კინოსკოლა) და თეო ხატიაშვილი - კინოკრიტიკოსი.

ფესტივალის ფარგლებში უკვე მესამედ ჩატარდება ინდუსტრიული პლატფორმა „ფიჩინგ ფორუმი“, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოდგენს. ფორუმი დამწყებ კინორეჟისორებსა და პროდიუსერებს, პროექტების განვითარებაში, მათ სწორ წარდგენასა და დაფინანსების მოძიებაში უწყობს ხელს.

პროექტის ტუტორი იქნება ქეთი მაჭავარიანი, ხოლო ჟიურის წევრები: ინეკე სმიტსი, კინორეჟისორი, ჰოლანდია; მარიამ ჭაჭია, რეჟისორი, დოკუმენტალისტი და ვანო არსენიშვილი, რეჟისორი, დოკუმენტალისტი. ფიჩინგ ფორუმის გამარჯვებულები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიზებს და კომპანია „ჯაგაგრიპის“ ტექნიკურ მხარდაჭერას მიიღებენ მომავალი ნამუშევრისთვის.

ფესტივალის ფარგლებში, ასევე გაიმართება პანელ დისკუსია „პერსპექტივები“, რომელშიც მოწვეული საერთაშორისო კინოხელოვანები მიიღებენ მონაწილეობას და სტუდენტებთან ერთად განიხილავენ როგორც პროფესიულ გამოწვევებს, ისე შესაძლებლობებს და პერსპექტივებს, ხოლო აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, სტუდენტებისთვის ცნობილი ამერიკელი პროდიუსერის, გეილ ენ ჰერდის მასტერკლასი გაიმართება თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში.

ფესტივალი 15 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში დაიხურება, სადაც გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია და გამარჯვებული ფილმის ჩვენება მოეწყობა.

„ამირანი“ ღონისძიების საგანმანათლებლო ხაზის გაძლიერების, სტუდენტებისთვის საერთაშორისო კავშირებისა და გამოცდილებების გაზიარებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ფესტივალის სტუმრებსა და დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა აქტივობაში: ვორქშოფები, ლექციები და ფიჩინგ ფორუმი, შეხვედრები საპატიო სტუმრებთან.

თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი „ამირანი“ 1980-იან წლებში დაარსდა, თუმცა მალევე შეჩერდა. „ამირანი“ 2007 წელს აღდგა და საერთაშორისო სტატუსი დაიმსახურა.

„ამირანი“ არის პლატფორმა ახალგაზრდა ქართველი კინემატოგრაფისტებისა და კინომოყვარულებისთვის, წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიის წინაშე, გაიცნონ კოლეგები საერთაშორისო მასშტაბით და დაამყარონ მნიშვნელოვანი კავშირები მომავალი პროექტების განსახორციელებლად.

კინოფესტივალი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა