საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მეტყევის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, მეტყევის დღეს ულოცავს სატყეო დარგის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის - სატყეო საქმე, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

„ძვირფასო კოლეგებო, სტუდენტებო და კურსდამთავრებულებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმაღლესი სკოლაა, სადაც მომავალი მეტყევეები ეუფლებიან ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო პროფესიას და სასიხარულოა, რომ ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევნიან მაღალი პროფესიონალიზმით, საქმისადმი სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და თავგანწირვით, რომელიც ყოველთვის იყო მეტყევის პროფესიის ადამიანების ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები. წარმატებები მინდა ვუსურვო მათ ამ მეტად კეთილშობილურ საქმიანობაში.

მეტყევის დღეს ვულოცავ, ასევე, ჩვენს სტუდენტებს, მომავალ მეტყევეებს, რომელთაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აძლევს საშუალებას მიიღონ კვალიფიციური განათლება და ცოდნა მოახმარონ ქართული ტყის დაცვასა და განაშენიანებას.

გახსოვდეთ ახალგაზრდებო, ტყის რესურსების სწორი და მდგრადი მართვით შესაძლებელია ეკონომიკური ეფექტის მიღება - ეს არის დავალება, რომელიც თქვენი შესასრულებელია. წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის მიმართვაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის