განათლების სამინისტრო პროფესიული განათლებისა და მასთან ერთად დასაქმების მიმართულებით ბიზნესს, კერძო სექტორსა და დამსაქმებელს თანამშრომლობას სთავაზობს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლებისა და მასთან ერთად დასაქმების მიმართულებით ბიზნესს, კერძო სექტორსა და დამსაქმებელს თანამშრომლობას სთავაზობს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციისას აღნიშნა, თანამშრომლობა გარდა ტექნიკური მხარდაჭერისა, პროცესის ინვესტირებასაც მოიცავს.

ამილახვარის ინფორმაციით, ბიზნესის წარმომადგენლებს საკუთარი იდეებით სამინისტროს 15 ოქტომბრიდან შეუძლიათ მიმართონ.

„ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, პროფესიული კოლეჯების განვითარებაში დაახლოებით, 200 მილიონ ლარზე მეტი დავხარჯეთ, თუმცა გამოცდილებით, საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით ჩვენ ამ ყველაფერმა გვაჩვენა, რომ შეუძლებელია იმ ნიშნულებზე, იმ შედეგებზე გასვლა, თუ კიდევ უფრო ახლოს არ ჩავრთავთ ბიზნესს, კერძო სექტორს და უკვე რეალურად, სახელმწიფო გახდება არა მხოლოდ ტექნიკური მხარდამჭერი პროფესიული განათლების განხორციელებაში, არამედ თანაინვესტორიც. ჩვენ ვხსნით უკვე ამ ფანჯარას და ოფიციალურად, 15 ოქტომბრიდან, ბიზნესის წარმომადგენლებს, ბიზნესთან ჯგუფს თავიანთი იდეების ფარგლებში შეეძლებათ სამინისტროს მომართონ. მთავარი, რაც თქვენ უნდა დაგვისაბუთოთ, ეს არის თუ როგორ შეძლებთ იმ ადამიანების გადამზადებას და შემდგომ დასაქმებას. ჩვენ მზად ვართ, გარდა ტექნიკური მხარდაჭერისა, გავხდეთ ამ პროცესის ინვესტორებიც. აქ ნაჩვენებია ყველა შესაძლო მოდელი, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი თანამშრომლობის ფორმატით. ეს შეიძლება იყოს ახალი კოლეჯის ერთად დაფუძნება, არსებული კოლეჯის მართვაში გადაცემა, არსებული კოლეჯის მიმართულების მართვაში გადაცემა, საწარმოს/კომპანიის ბაზაზე სხვადასხვა მომზადება/გადამზადების პროგრამების მხარდაჭერა ან ნებისმიერი სხვა, რომელიც ეფექტურად დაგვანახებს, რომ უზრუნველყოფილი იქნება მთავარი ამოცანა - განათლება და დასაქმება. ჩვენ გთავაზობთ ერთობლივად შევქმნათ და განვახორციელოთ პროფესიული განათლება. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ თქვენთან, ერთად ჩავდოთ მათ შორის ინვესტიცია. აქ მნიშვნელოვანი პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების მონაწილეობაც. დღეიდან ყველა დაინტერესებულ მიმართულებას ღია კარი გაქვთ სამინისტროში“,- განაცხადა ამილახვარმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა