„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Product Community-ის ღონისძიება გაიმართა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერითა და Product Community-ის ორგანიზებით, საქართველოში პირველად, Product Management-ზე ორიენტირებული კონფერენცია - ProdAct Conference 2023 - HOW? ჩატარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ბანკის პრესსამსახურის ცნობით, ProdAct Conference 2023-ზე 30-ამდე საერთაშორისო სპიკერი იყო წარმოდგენილი, მათ შორის, ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები როგორებიცაა: Google, Spotify, Stanford, Miro, „საქართველოს ბანკი“ და სხვა.

„საქართველოს ბანკი“ როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ამ მიმართულებით საინტერესო ღონისძიებების პარტნიორობას და ხელშეწყობას აქტიური რეჟიმით აგრძელებს. სწორედ ამიტომ, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერითა და Product Community-ის ორგანიზებით, საქართველოში პირველად, Product Management-ზე ორიენტირებული კონფერენცია - ProdAct Conference 2023 - HOW? ჩატარდა.

ProdAct Conference 2023-ზე 30-ამდე საერთაშორისო სპიკერი იყო წარმოდგენილი, მათ შორის, ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები როგორებიცაა: Google, Spotify, Stanford, Miro, „საქართველოს ბანკი“ და სხვ. წამყვანი ქართული თუ საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა სტუმრებს პროდუქტის მენეჯმენტსა და ყველა იმ რგოლზე, რაც პროდუქტის შექმნისთვისაა საჭირო ცოდნა გაუზიარეს. ასევე Agile მეთოდოლოგიების ტრანსფორმაციული ძალა განიხილეს და იმსჯელეს მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად შეხვედროდნენ ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ციფრულ ტრანსფორმაციაში. ღონისძიების მონაწილეებმა მონაწილეობა ასევე სტარტაპებისთვის განკუთვნილ კონკურსში მიიღეს, რომლის ფარგლებშიც, მათ ჟიურისა და პოტენციურ ინვესტორებს საკუთარი იდეები წარუდგინეს.

კონფერენციაზე მოწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ „საქართველოს ბანკის“ Digital Cluster Product Owner - ლუკა ქობალია, რომელმაც - „ Banking on innovation : The Story Behind Georgia’s Top Digital App”ისაუბრა. ამასთან, „საქართველოს ბანკის“ მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი - ლევან გომშიაშვილი, რომელმაც ისაუბრა - „A journey of integration: 20 awards One Bank, One Vision.“

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით საქართველოში პირველად Product Management-ზე ორიენტირებული კონფერენცია ჩატარდა. „საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უჭერს მხარს ამ სფეროს განვითარებას საქართველოში. „საქართველოს ბანკის“ სპიკერებმა ბანკის გამოცდილებაზე ისაუბრეს, თუ როგორ შეიქმნა ის პროდუქტები თუ ინტეგრაციები, რომლის მეშვეობითაც ბანკმა Global Finance-ის 20 პრესტიჟული ჯილდო მიიღო. სპიკერებმა საზოგადოებას ასევე ის გამოწვევები გაუზიარეს, რომელიც პროდუქტის შექმნის პროცესში გადალახეს. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და აქტიური რეჟიმით ვმუშაობთ, რათა მომხმარებლის საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები შევქმნათ, რაც საბანკო ოპერაციების განხორციელების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს“,- აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა