ისრაელი სამოქალაქო უსაფრთხოების ჯგუფებისთვის 10 000 ცეცხლსასროლ იარაღს ყიდულობს

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ გვირი აცხადებს, რომ მისი სამინისტრო 10 000 ცეცხლსასროლ იარაღს ყიდულობს, რათა სამოქალაქო უსაფრთხოების ჯგუფები შეაიარაღონ.

ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

იტამარ ბენ გვირის თქმით, ყურადღება გამახვილდება საზღვრებთან ახლოს მდებარე ქალაქებში, ასევე შერეულ ებრაულ-არაბულ ქალაქებსა და დასავლეთ სანაპიროს დასახლებებში.

მინისტრის განმარტებით, ისრაელელი მწარმოებლისგან 4 000 ცეცხლსასროლი იარაღი უკვე შეძენილია და მისი გაცემა დაუყოვნებლივ დაიწყება.

ასევე შეძენილია ჩაფხუტები და ტყვიაგაუმტარი ჟილეტები, რომელიც სამოქალაქო უსაფრთხოების ჯგუფებს ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად დაურიგდებათ.

სამოქალაქო უსაფრთხოების ჯგუფები ისრაელის პერიფერიებში მდებარე პატარა ქალაქების, თემებისა და დასავლეთ სანაპიროს დასახლებების დაცვას უზრუნველყოფენ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს