პრემიერი - 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ გავაოთხმაგეთ პროფესიული განათლების დაფინანსება

წელს რეკორდული, 95 მილიონი ლარი გვქონდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი. ჯამში, 200 მილიონი ლარი დავხარჯეთ ბოლო 10 წელიწადში პროფესიული კოლეჯების განვითარებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების რეფორმის მთავარი ამოცანა არის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა საფეხურზე.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა მოვისმინოთ მინისტრისგან პროფესიული განათლების ახალი ხედვა, რომელზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ვიმუშავეთ. არაერთი განხილვა გვქონდა ეკონომიკური საბჭოს ფორმატში, ზოგადად, როგორ უნდა განვავითაროთ უფრო მეტად პროფესიული განათლება. იცით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ხარისხიანი განათლება და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა საფეხურზე, განათლების სისტემის ყველა დონეზე.

იცით, რომ განათლების სფეროში მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება დავიწყეთ. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ დაახლოებით მილიარდი ლარი გამოვყავით ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის განვითარებისთვის. ასევე, მილიარდი ლარი გამოვყავით საშუალო სკოლების განვითარებაში, რეაბილიტაცია-მშენებლობაში. ეს პროცესი დაწყებულია, 400 სკოლის კონტრაქტი არის გაფორმებული და მშენებლობა არის დაწყებული. ასეთივე მდგომარეობა არის ბაგა-ბაღების მშენებლობის ნაწილშიც.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ გავაოთხმაგეთ პროფესიული განათლების დაფინანსება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის