CIU - ფესტივალის „ღვინის დღეები“ გახსნაზე, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ წარმოებული სხვადასხვა სახის ღვინო დაეგემოვნებინათ

7-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფესტივალი „ღვინის დღეები“ ტარდება. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ფესტივალის გახსნაზე, თბილისში, ალექსანდრეს ბაღში მოწყობილ სივრცეში, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ წარმოებული სხვადასხვა სახის ღვინო დაეგემოვნებინათ.

„ფესტივალზე საუნივერსიტეტო პროდუქცია CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა წარადგინეს.

აღნიშნული ფესტივალი საქართველოს 23 ქალაქში იმართება, თემატიკა კი ღვინის გარდა მრავალფეროვან სამეცნიერო, გასართობ და კულტურულ აქტივობებს მოიცავს”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა