„თეგეტა ჰოლდინგი" საერთაშორისო კონფერენციის - Uniting Business Europe-ის ერთ-ერთი გენერალური სპონსორი იყო

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - Uniting Business Europeგაიმართა. ინფორმაციას „თეგეტა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება საქართველოში პირველად გაეროს გლობალური შეთანხმებისა და საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ევროპის სხვა ადგილობრივ ქსელებთან პარტნიორობითა და „თეგეტას“ მხარდაჭერით ჩატარდა.

კონფერენცია მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებსა და 2030 წლისთვის მათი მიღწევის საკითხებს მიეძღვნა. კონფერენციის მონაწილეებმა კერძო სექტორის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროგრესზე, ევროკავშირში კორპორაციული მდგრადობის რეგულაციებზე, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე, მდგრად დაფინანსებაზე, მდგრადი შესყიდვების პრაქტიკაზე, განახლებად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.

Uniting Business Europe-ის ფარგლებში, პანელური დისკუსია თემაზე - „ხვალინდელი დღის გარდაქმნა: ფოკუსი ESG-სა და ევროკავშირის რეგულაციებზე” გაიმართა. პანელის მონაწილეებმა, გაეროს გლობალური ქსელის საერთაშორისო წევრებმა, ევროკავშირისა და ბიზნესების წარმომადგენლებმა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ევროკავშირის რეგულაციებსა და მათი შემუშავება-აღსრულების პროცესში კერძო სექტორის როლზე ისაუბრეს. პანელში მონაწილეობა „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიიღო. ვახტანგ კაჭარავამ ჰოლდინგის CSR მიმართულებებსა და მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისეთი მასშტაბისა და გლობალური მნიშვნელობის მქონე ღონისძიების მხარდამჭერები ვიყოთ, როგორიც Uniting Business Europe-ია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კანონი ბიზნესს თავის საქმიანობაში CSR მიმართულების ინტეგრირებას არ ავალდებულებს, „თეგეტა“ ამ კუთხით გამორჩეულია და ამ ყველაფერს, ვალდებულების მიღმა, უკვე წლებია აკეთებს. „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის იდენტობის ნაწილია. დღეს კი მოგვეცა შესაძლებლობა, გაგვეზიარებინა საუკეთესო პრაქტიკები და, სხვა აქტორებთან ერთად, შეგვეფასებინა ჩვენი როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში“,- განაცხადა ვახტანგ კაჭარავამ, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

„Uniting Business Europe-ის კონფერენციაში გაეროს გლობალური შეთანხმების წევრები 30-ზე მეტი ქვეყნიდან და დაინტერესებული მხარეები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას ადგილობრივი და გლობალური ბიზნესის ლიდერები, ხელისუფლების წარმომადგენლები, კორპორაციული მდგრადობის ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო კონფერენცია USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანადაფინანსებით გაიმართა.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, აგრეთვე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს. ესენია: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორისაა: Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა