საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს თბილისის საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები გაეცნენ

საარჩევნო ადმინისტრაცია ინტენსიურ საინფორმაციო კამპანიას და საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების პრეზენტაციას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ამჯერად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები თბილისის საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს გააცნო.

როგორც მან შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, ტექნოლოგიური ინტერვენცია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ჩართული მხარეების მომზადებასა და ამომრჩევლების ინტენსიურ ინფორმირებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს 2024 წლის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას.

„გრძელდება ინტენსიური საინფორმაციო კამპანია, რომელიც არჩევნების მოდერნიზების ისტორიულ და მნიშვნელოვან პროცესს უკავშირდება. დღეს თბილისის საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს გავუზიარეთ ის სიახლეები და პროცედურები, რომლებიც ტექნოლოგიებიდან გამომდინარე საარჩევნო ადმინისტრაციამ დანერგა. ინტენსიური საინფორმაციო კამპანია მთელი წლის განმავლობაში, ასევე, მომავალ წელსაც გაგრძელდება, რათა საზოგადოება 2024 წლის ოქტომბერში გასამართი მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის იყოს მზად“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას და ინფორმირების ფართომასშტაბიან კამპანიას დადებითად აფასებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.

მისი განცხადებით, აღნიშნული პროცესი ისტორიულია, რაც თავის მხრივ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს.

„თბილისის საკრებულო უერთდება ცესკოს საინფორმაციო კამპანიას და დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა პრეზენტაცია იმ სიახლეების შესახებ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. ელექტრონული ტექნოლოგიებით, ახალი სტანდარტებით არჩევნების გამართვა არის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან ხდება ჩვენი თანამოქალაქეების მაქსიმალურად ინფორმირება და ტექნიკური პროცესების განმარტება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობა.

კერძოდ, ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაშიც მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების პარალელურად, ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია, ასევე, მიმდინარეობს ხალხმრავალ ადგილებში - მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებში და მომსახურების სააგენტოს ფილიალებში, მათ ჩამონათვალს ეტაპობრივად შეუერთდება - სავაჭრო ცენტრები, უმაღლეს სასწავლებლები, საჯარო და კერძო უწყებები, სადაც მოქალაქეებს პირადად შეეძლებათ ნახონ და პრაქტიკაში გამოცადონ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა