ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ და რუმინეთმა მთავარ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

უკრაინამ და რუმინეთმა მთავარ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს აფიქსირებს. მათ შორის, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას, „მშვიდობის ფორმულის“ მხარდაჭერას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას“, -განაცხადა ზელენსკიმ რუმინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ასევე საუბარია უკრაინასა და რუმინეთს შორის საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივებასა და ახალი სასაზღვრო პუნქტების გახსნაზე.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა