„ჯივიპი“ მიცკევიჩის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ასრულებს

12 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიცკევიჩის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ასრულებს და ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

„ჯივიპის“ ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით შეიცვალა 400 მეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 10 საკვანძო ჭა მოეწყო, ასევე 4 სახანძრო ჰიდრანტი დამონტაჟდა.

„ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით გადაერთებით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12 ოქტომბერს, ღამის 00:30 საათიდან 13 ოქტომბრის დილის 06:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში - ყაზბეგის გამზირს N14-16, მიცკევიჩის, ბურძგლას, ტანძიის, ტაშკენტის, ჯანო ბაგრატიონის, ცაგარელის და საირმის ქუჩებს; საირმის გორას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის