ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს აჭარბებს, ხოლო ღაზაში გარდაცვლილთა რიცხვი 830-მდე გაიზარდა

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000 ადამიანს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში ისრაელის საელჩო “ტვიტერის” გვერდზე ავრცელებს.

მათი ცნობით, გარდაცვლილია 1 008 ადამიანი, ხოლო როგორც მინიმუმ 3 418 დაჭრილია.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნეს, რომ მათ არ შეუძლიათ საელჩოს მიერ გავრცელებული ციფრების “დადასტურება ან უარყოფა”. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა CNN-თან საუბარში აღნიშნა, რომ მათთვის 900 გარდაცვლილის შესახებ არის ცნობილი.

ამავდროულად, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ღაზაში გარდაცვლილთა რაოდენობა 830-მდე გაიზარდა, ხოლო 4 250 ადამიანი დაჭრილია. სამინისტროს ცნობით, ინტერნეტის შეფერხებები გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციის განახლებებს ხელს უშლის.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა